27 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
კითხვები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი რიგი საბიუჯეტო დაფინანსების მქონე სამსახურები პარტ-აქტივის დასაქმების წყაროდაა გადაქცეული - მანჯგალაძე

2026 წლამდე, ყოველ წელს, საჯარო მოხელეების ხელფასი მინიმუმ ათი პროცენტით გაიზრდება ,- ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ითქვა. აღნიშნულ საკითხს ოპოზიციიდან ეხმაურებიან.

"რეფორმების ჯგუფის" წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მათ კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს საბიუჯეტო დაფინანსების მქონე სამსახურები, რომლებიც პარტიული აქტივის დასაქმების წყაროდაა ქცეული.

"ჩვენ, რა თქმა უნდა მხარს ვუჭერთ იმას, რომ პროფესიონალი კადრები, ვინც ნამდვილად დაკავებულები არიან და დატვირთვა ძალიან დიდია მათი ინტელექტუალური სამუშაოს შესრულების დროს, ჯეროვანი უნდა იყოს ანაზღაურება, მაგრამ ჩვენ კითხვები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი რიგი საბიუჯეტო დაფინანსების ქვეშ მყოფი სამსახურები არსებობს, რომლის უფლებამოსილება, ფუნქციები გაწერილი არსებობს და ასე ვთქვათ პარტ-აქტივის დასაქმების წყაროდაა გადაქცეული," - განაცხადა მანჯგალაძემ.

დღის ამბები