28 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
რუსეთი დაიმუქრა, თუ მისი სურვილები არ დაკმაყოფილდება, შედეგები იქნება საშინელი - აშშ-ის ელჩი გაეროში ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ძალადობა უჩვეულო არ არის

აშშ-ის ელჩი გაეროში  ლინდა ტომას-გრინფილდი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ძალადობრივი ქმედებები უჩვეულო არ არის. 

"ეს რუსეთის მხრიდან ესკალაციის და აგრესიის კიდევ ერთი ნიმუშია.2014 წელს რუსეთმა არალეგალურად დაიპყრო  და დაიკავა ყირიმი. 2008 წელს კი რუსეთი შეიჭრა საქართველოში. მოლდოველი ხალხისა და მათ მიერ დემოკრატიულად არჩეული მთვარობის სურვილის მიუხედავად რუსეთის შეიარაღებული ძალები ახლაც უარს ამბობენ დატოვონ მოლდოვა.

დონაბსში კი რუსი სეპარატისტების მხრიდან უკრაინელების წინააღმდეგ უფრო და უფრო მეტი ძალადობრივი ქმედებები ხორციელდება.

ახლაც რუსეთი დაიმუქრა იმ შემთხვევაში თუ მისი  სურვილები დაკმაყოფილებული არ იქნება შედეგები კი იქნება საშინელი,"- აცხადებს ლინდა ტომასი. 

დღის ამბები