28 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
სააკაშვილისა და გახარიას პარტიის პოლიტიკური ქორწინება საბოლოოდ შედგა, მათ ერთ ორგანიზმად იგრძნეს თავი - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, სპეციალურ ბრიფინგზე გახარიას პარტიისა და "ნაციონალური მოძრაობის" კოალიციაზე ისაუბრა, რომელიც დღეს რუსთავში შედგა. მამუკა მდინარაძემ ფაქტს  სააკაშვილისა და გახარიას პარტიის "პოლიტიკურ ქორწინება" უწოდა. 

"ის, რაც მოხდა სამეგრელოს 2 რაიონში რამდენიმე დღის წინ, დაფიქსირდა რუსთავშიც. რეგიონებში ამას უწოდებენ სააკაშვილისა და გახარიას პარტიის პოლიტიკურ ქორწინებას, ეს რეალურადაც ასეა, მათი კოალიცია საბოლოოდ შედგა. რუსთავშიც ასე გადაწყვიტეს, რომ ისინი ერთად იქნებიან. როდესაც გვქონდა მოცემულობა და ამ ქვეყანაში ვიღაცებს სჯეროდათ, რომ ერთ დროს, ერთ ქალაქსა და ერთ სასტუმროში შეიძლება დაემთხვეს 2 ადამიანის ყოფნა, მათ შორის გახარია და სააკაშვილის. მაგრამ ჩვენ ამის არ გვჯეროდა, რომ ეს დამთხვევა იყო. სწორედ დღეს დასტურდება, რომ ასეთი დამთხვევები არ ხდება. მათ უკვე ერთ ორგანიზმად იგრძნეს თავი და აღარც მალავენ ამ პოლიტიკურ ერთობას,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები