28 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტს წყვეტს - პარტია საპარლამენტო ცხოვრებას უბრუნდება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა იყო. 

ხატია დეკანოიძის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მთავარი განსმსაზღვრელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტები უნდა შეისწავლოს. 

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" საგაზაფხულო, საპარლამენტო სესიაში ჩაერთვება და შეწყვეტს ბოიკოტს. მაგრამ, აქვე მინდა ავხსნა ის მიზეზები, თუ რატომ მიიღო ჩვენმა ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება - ჩვენი პარტია და, ზოგადად, ქვეყანა არის უმძიმესი რეალობის და გამოწვევის წინაშე. საქმე ეხება იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის საპყრობილეში დატყვევებული რეჟიმის მიერ. არამარტო ჩვენ მიგვაჩნია ასე, არამედ საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს არის მისი საპყრობილეში ყოფნა, ეს არის რეჟიმის და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიება.

ამიტომ, ჩვენი საპარალამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება საჯარო მხილება რეჟიმის, თუ როგორ ეპყრობა რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენებით რეჟიმი მიხეილ სააკაშვილს, თუ როგორ მოექცა მას სახელმწიფო ინსტიტუტები არაერთხელ და, სწორედ ამისთვის, თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას. დღესვე დარეგისტრირდება ეს კომისია - მე ხელში მაქვს საქართველოს პარლამენტის დადგენილება "საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია." ჩვენ ვიმუშავებთ, რომ ეს საგამოძიებო კომისია რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს. მე დღესვე ვიწყებ ხელმოწერების შეგროვებას,"-აცხადებს დეკანოიძე. 

დღის ამბები