28 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
ევროკავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სთან, ყატართან და აზერბაიჯანთან იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი გაზმომარაგების შემცირებას ან შეწყვეტას გადაწყვეტს - ბორელი

ევროკავშირი უკრაინას კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას. საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ​ ბორელი წერს, რომ ევროგაერთიანება მზად არის დიპლომატიისთვის, თუ რუსეთი აგრესიის დეესკალაციას მოახდენს. მაგრამ თუ დიპლომატიური გზა ვერ გაამართლებს, დასავლეთი ყველა ვარიანტს განიხილავს.

ბორელის თქმით, ევროკავშირი იმუშავებს შტატებთან, ყატართან და აზერბაიჯანთან იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი გაზის მიწოდების შემცირებას ან შეწყვეტას გადაწყვეტს.

დიპლომატიური გზის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეც. ვიქტორია ნულანდის თქმით, არსებობს გარკვეული ნიშნები, რომ რუსები დაინტერესებულები არიან ამერიკის მიერ წარდგენილი წინადადების განხილვაში.

პარალელურად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შეთანხმებაზე მუშაობენ ამერიკელი სენატორები. დღეს კი რუსეთ-უკრაინის საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოზე განიხილავენ.

დღის ამბები