28 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
როგორ გაჩნდა "9 ძმის" გადაღების იდეა - ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 2022 წლის დეკემბერში გაიმართება 

სპეციალური დანაყოფის ცხრა წევრი, 9 ძმა, რომლებიც ერთი მისიის ქვეშ გაერთიანდნენ. დაიცვან საკუთარი ქვეყანა და საქართველოს დროშა. "9 ძმა", ასე ჰქვია ახალ ქართულ ფილმს, რომელიც პირველი ქართული ბლოკბასტერია

ფილმის გადაღების იდეა, რეჟისორს და შემოქმედებით ჯგუფს 2015 წელს გაუჩნდა, თუმცა განხორციელება ერთი წლის წინ მოხერხდა. გასული წლის ზაფხულში, გუნდმა მსახიობებთან ერთად გადაღებები დაიწყო. ახლა კი შემოქმედებითი ჯგუფი ბოლო დეტალებზე მსჯელობს. 

9 ძმის სცენარი, ძალიან ჰგავს 9 ძმა ხერხეულიძის ისტორიას. თავდადებით, სამშობლოს სიყვარულით შეკრებილი სპეციალური დანაყოფის წევრები, სამშობლოს ფარგლებს მიღმა მსოფლიო ტერორიზმს ებრძვიან ფილმში გამოცდილ მსახიობებთან ერთად, ცნობილი ქართველი სპორტსმენებიც გამოჩნდებიან. 

ბლოკბასტერი ძირითადი სცენები უკვე გადაღებულია. ფილმი მასშტაბურია, საქართველოს გარდა შემოქმედებითი ჯგუფი სცენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იღებს. ერთ - ერთი სცენის გადასაღებად ახლა დუბაიში მიემგზავრებიან. საქართველოში პირველი ბლოკბასტერი "9 ძმა" კინოთეატრებში 2022 წლის დეკემბერში გამოვა.

დღის ამბები