28 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
როგორ შეიცვლება უსაფრთხოების წესრიგი ევროპის კონტინენტზე, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება - რას ამბობენ ამერიკელი სპეციალისტები

ვაშინგტონში იმედს არ კარგავენ, რომ უკრაინის საზღვრებთან უკიდურესი დაძაბულობის მოსახსნელად, დიპლომატიისთვის სივრცე ისევ დარჩენილია.

ეს იმის მიუხედავად, რომ დასავლეთის რამდენიმეკვირიანი მცდელობა, მოიხსნას რუსეთის ახალი აგრესიის საფრთხე, ჯერჯერობით წარუმატებელია. ამერიკის დედაქალაქში ამბობენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მნიშვნელოვანი მსხვერპლი და საზარელი შედეგებია მოსალოდნელი.

რის მიღწევას ცდილობს რუსეთის პრეზიდენტი, როგორი იქნება აგრესიაზე ამერიკის და მისი მოკავშირეების პასუხი და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში როგორ შეიცვლება უსაფრთხოების წესრიგი ევროპის კონტინენტზე.

აშშ-ში მაღალი რანგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ ჯერათ პუტინის გადაწყვეტილების და იმედოვნებენ, რომ რუსეთი ომს არ წამოიწყებს. 

შეერთებულ შტატების ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ უკრაინაზე იერიშის მიტანა. საქმე ის არის, თუ როდის და რა მასშტაბით მოხდება ეს. თუმცა ამერიკის დედაქალაქში ასევე იმედოვნებენ, რომ დიპლომატიისთვის სივრცე ჯერ კიდევ რჩება. მათ შორის არიან სამხედროებიც. პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვეს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას, მნიშვნელოვანი მსხვერპლი და საშინელი შედეგები ექნება.

დღის ამბები