ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლების მიუხედავად, კორონავირუსის რისკების მიმართ დამოკიდებულებები იცვლება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 17 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 34 ადამიანი გარდაიცვალა. კეთდება ასეთი განმარტება, რომ გარდაცვალების შემთხვევები ძირითადად "დელტა" შტამის გართულებულ შემთხვევებს უკავშირდება, ხოლო ახალი შტამი "ომიკრონი", რომელიც ახლა დომინირებს, უმეტეს შემთხვევებში, მსუბუქად მიმდინარეობს და ის ინფიცირებულებს კლინიკებში მოხვედრის გარეშე გადააქვთ.
"ომიკრონის" გავრცელების მასშტაბები ყოვედღიურად მზარდია, B, 1,1 529 დომინანტი ვარიანტი გახდა. ლაბორატორიული შემთხვევების უკვე 95 % ახალი შტამია. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ ყოველდღიურად რეკორდული ციფრების მიუხედავად ჯანდაცვის სისტემა ყველა გამოწვევას პასუხობს და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში მართვადია
"დელტა" შტამისგან განსხვავებით "ომიკრონი" მსუბუქად მიმდინარეობს. დადასტურებული შემთხვევების მხოლოდ 1 %-ს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია. ვირუსის ამ მახასიათებლებიდან გამომდინარე კლინიკების მხოლოდ 50 %-ია დატვირთული. 75 % -ით შემცირებულია მძიმე და კრიტიკული პაციენტების რიცხვი. თითქმის განახევრდა გარდაცვალების შემთხვევები.
მსუბუქი "ომკრონი" შესაძლებელია საფრთხისა შემცველი იყოს ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის. სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ვაქცინაციისკენ. როგორც ექიმები ამბობენ, ვაქცინირებულ პაციენტებში გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს დაავადება.
ინფიცირების მზარდი დინამიკა ჯერ შენარჩუნდება, ექიმები ვირუსით ინფიცირებულთა პიკს ელოდებიან.
ამ დროისთვის სახლში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 140 ათასამდე ინფიცირებული გადის მკურნალობას. კლინიკებში 5 200 მდე პაციენტი რჩება, მათი ძირითადი ნაწილი "დელტა" შტამის მძიმე შედეგებს ებრძვის.