28 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
"შევხედე და წამიერად გავიაზრე - ვინ შეჭრა თმა და წითელი მანიკურები ვინ წაუსვა?!" - კლინიკაში მიცვალებულები აერიათ, შეცდომას ჭირისუფლები სახლში მიცვალებულების გადასვენების შემდეგ მიხვდნენ

რუსთავის ერთ-ერთ კლინიკაში მიცვალებულები აერიათ. შეცდომას ოჯახის გარდაცვლილების ოჯახის წევრები მხოლოდ სახლში მიცვალებულების გადასვენების შემდეგ მიხვდნენ. 

გარდაცვლილი 89 წლის ქალის ოჯახმა საავადმყოფოს მითითება შეასრულა, მიცვალებულის წამოსაყვანად საჭირო ნივთები კლინიკაში მიიტანა , საბუთებს ხელი მოაწერა და გარდაცვლილის ცხედარი საკუთარ სახლში გადაასვენა.
სახლში მისვენებული მიცვალებული რომ ბებია არ იყო, პირველი შვილიშვილი მიხვდა,ეჭვი ვიზუალურმა მონაცემებმა გაუჩინა, შემდეგ უკვე სხეულზე სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნებიც არ დაემთხვა, ვითარების გასარკვევად ოჯახმა მაშინვე კლინიკა "რუსთავში" დარეკა.

"შევხედე და წამიერად გავიაზრე, რომ ვინ შეჭრა თმა და წითელი მანიკურები ვინ წაუსვა?! ვიფიქრე, ეტყობა იქ მოუარეს და აი ასე გადაწყვიტეს რომ ასე გამოეპრანჭათ ბებო, 5 ნაბიჯი გადავდგი, მოვტრიალდი და დავინახე, რომ კატასტროფაში ვარ..." - ამბობს გარდაცვლილის შვილიშვილი, თეა წიკლაური. 

თეა წიკლაურმა "კურიერთან" კლინიკაში ყოფნის დეტალები გაიხსენა, ჰყვება, რომ მასთან ერთად კიდევ ერთი ჭირისუფალი ოჯახი გარდაცვლილის სამედიცინო დაწესებულებიდან სახლში გადასვენებას ელოდებოდა, დაინახა ისიც, როგორ გაატანეს ზეწარგადაფარებული ხანში შესული ქალის ცხედარი, თუმცა მაშინ ეჭვი არ გასჩენია რომ ის მიცვალებული მისი 89 წლის ბებია იყო .

ის, რომ ოჯახში სხვა მიცვალებული ჰყავდათ, მეორე ოჯახმა თეა წიკლაურისგან გაიგო. საკუთარი ბებიის ცხედრის გადმოსასვენებლად რუსთავში, ერთ-ერთ უბანში ჩავიდა.

გარდაცვლილი , 89 წლის ქალის ოჯახმა საავადმყოფოს მითითება შეასრულა, მიცვალებულის წამოსაყვანად საჭირო ნივთები კლინიკაში მიიტანა , საბუთებს ხელი მოაწერა და გარდაცვლილის ცხედარი საკუთარ სახლში გადაასვენა.
სახლში მისვენებული მიცვალებული რომ ბებია არ იყო, პირველი შვილიშვილი მიხვდა,ეჭვი ვიზუალურმა მონაცემებმა გაუჩინა, შემდეგ უკვე სხეულზე სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნებიც არ დაემთხვა, ვითარების გასარკვევად ოჯახმა მაშინვე კლინიკა "რუსთავში" დარეკა.

"შევხედე და წამიერად გავიაზრე რომ ვინ შეჭრა თმა და წითელი მანიკურები ვინ წაუსვა?! ვიფიქრე, ეტყობა იქ მოუარეს და აი ასე გადაწყვიტეს რომ ასე გამოეპრანჭათ ბებო, 5 ნაბიჯი გადავდგი, მოვტრიალდი და დავინახე, რომ კატასტროფაში ვარ..." - ამბობს გარდაცვლილის შვილიშვილი, თეა წიკლაური. 

თეა წიკლაურმა "კურიერთან" კლინიკაში ყოფნის დეტალები გაიხსენა, ჰყვება, რომ მასთან ერთად კიდევ ერთი ჭირისუფალი ოჯახი გარდაცვლილის სამედიცინო დაწესებულებიდან სახლში გადასვენებას ელოდებოდა, დაინახა ისიც, როგორ გაატანეს ზეწარგადაფარებული ხანში შესული ქალის ცხედარი, თუმცა მაშინ ეჭვი არ გასჩენია რომ ის მიცვალებული მისი 89 წლის ბებია იყო .

ის, რომ ოჯახში სხვა მიცვალებული ჰყავდათ, მეორე ოჯახმა თეა წიკლაურისგან გაიგო. საკუთარი ბებიის ცხედრის გადმოსასვენებლად რუსთავში, ერთ-ერთ უბანში ჩავიდა.

შეცდომას ადასტურებენ კლინიკა რუსთავშიც, თუმცა პასუხისმგებლობას ოჯახებს აკისრებენ, საავადმყოფოს იურისტი "კურიერთან" სატელეფონო ინტერვიუში ამბობს რომ ამოცნობა ჩატარდა და შეცდომა ოჯახის წევრებმა დაუშვეს.

სამედიცინო დაწესებულების სწორედ ეს პოზიციაა მიუღებელი 89 წლის გარდაცვლილი ქალის ოჯახისთვის, შვილიშვილი ამბობს, რომ საავადმყოფოს ბოდიშიც არ მოუხდია. ამის მიუხედავად, წიკლაურები ჩივილს არ აპირებენ და კლინიკა "რუსთავს" მხოლოდ მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებისთვის, მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები