სოფლებში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის ყველა სოფელში 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ აცრა, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაიკეთონ.
პროექტით უკვე ისარგებლეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში, სადაც უწყების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ინფორმაციაც მიაწოდეს.
50 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე, რომელიც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს, "ბუსტერ" დოზით აცრის შემთხვევაში კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს.