28 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
ცნობილი რუსი მსახიობი, ლეონიდ კურავლიოვი გარდაიცვალა

საბჭოთა და რუსული კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, ლეონიდ კურავლიოვი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც რუსული მედია წერს, მსახიობი პნევმონიის დიაგნოზით კლინიკაში მოათავსეს, თუმცა კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 

კურავლიოვი 1936 წელს მოსკოვში დაიბადა, 1955 წელს ВГИК-ის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. სხვადასხვა ცნობილ როლს შორის არის მისი ნამუშევარი გიორგი დანელიას ფილმში "აფონია", ფილმი საბჭოთა კინოგაყიდვების ლიდერი გახდა, მას 62-მა მილიონმა ადამიანმა უყურა. 

კურავლიოვს, ასევე, იცნობენ ფილმებიდან "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას", "შეხვედრის ადგილი უცვლელია"...

მსახიობი გადაღებებში 2015 წლამდე მონაწილეობდა.

დღის ამბები