28 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
გაზის ფურნაკის გამოყენებამ გასათბობად, შესაძლოა, რამდენიმე საათში ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს - ენერგოომბუდსმენი

გლდანში გაზის ნამწვის შედეგად გარდაცვლილი ოჯახის შესახებ ენერგოომბუდსმენი საუბრობს. მისი თქმით, პირველადი ინფორმაციით, ბინაში გაზის გაყვანილობა მწყობრში იყო, თუმცა ასეთი ტიპის ღუმელის გამოყენება, გათბობის მიზნით, შესაძლოა, ფატალური შედეგით დასრულდეს. 

"პირველადი შეხედვით, გამოყენებული იყო გაზის ფურნაკი გასათბობად, რაც არის დაუშვებელი და რამაც, რამდენიმე საათში შეიძლება დააყენოს ადამიანის სიკვდილი. იმიტომ, რომ ფურნაკი, ე.წ. "დუხოვკა" არის მხოლოდ დახურულ მდგომარეობაში მოხმარებისთვის განკუთვნილი, ცხობისას, ან რაიმე საკვების მომზადებისას. გათბობის მიზნით, ისევე, როგორც კამფორების ჩართვა, ფურნაკის გამოყენება, ღია მდგომარეობაში დატოვება დაგმანულ პირობებში, იწვევს როგორც უჟანგბადობას, ასევე - CO-ს დაგროვებასაც,"-აცხადებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.

დღის ამბები