თურქეთის პრეზიდენტმა სტატისტიკის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც ქვეყნის ინფლაციის შესახებ მონაცემები გამოქვეყნდა.
სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ინფლაციის დონემ ბოლო 19 წლის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულს - 36%-ს მიაღწია.
ქვეყანაში ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა ცენტრალურ ბანკს საპროცენტო განაკვეთი შეამცირებინა.