28 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
შეთანხმდება თუ არა ოპოზიცია და "ოცნება" უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციის ტექსტზე - მხარეები მოლაპარაკების რესურსს ხედავენ

უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის პროექტის განხილვას პარლამენტი ორშაბათიდან დაიწყებს. პროექტი ბიუროზე დაინიცირდება. რეზოლუციის ავტორი მმართველი გუნდია, სადაც აცხადებენ, რომ დოკუმენტი აერთიანებს სწორ გზავნილებს, რომელიც ასახავს მხარდაჭერასა და მეგობარი ქვეყნის მიმართ საქართველოს დამოკიდებულებას.

რეზოლუციის ტექსტს განსხვავებულად კითხულობს ოპოზიცია. მათთვის ამ დრომდე პრობლემად რჩება ის, რომ დოკუმენტში რუსეთი ნახსენები არ არის. თუკი ტექსტი პლენარულ სხდომამდე არ შეიცვლება, ოპოზიციის ნაწილი მხარდაჭერას არ აპირებს. 

ხელისუფლების ოპონენტებს ჯერ კიდევ აქვთ იმის მოლოდინი, რომ რეზოლუციის რედაქტირება მოხდება. ისინი საპარლამენტო ბერკეტის ბოლომდე გამოყენებას და მმართველ პარტიასთან საუბარს აპირებენ. 

საუბრისთვის მზადაა "ქართული ოცნებაც". მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ თუკი ოპონენტები რეზოლუციის ტექსტთან შესაბამის შენიშვნებს წარმოადგენენ, საკითხზე შესაძლებელია მსჯელობა. სახელისუფლებო გუნდი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სწორედ მათ მიერ შემუშავებული პროექტი გმობს ესკალაციას და მხარს უჭერს უკრაინას. 

"ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციამ საერთო რეზოლუციის ტექსტზე მუშაობა 26 იანვარს დაიწყო, თუმცა, მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა. კანონმდებლები დოკუმენტს საბოლოოდ პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

დღის ამბები