28 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
სისხლის მარაგები და სამედიცინო ქვედანაყოფები უკრაინის საზღვართან - რისთვის ემზადება მოსკოვი და რას ჰპირდება კრემლს NATO

უკრაინის საზღვრებთან რუსეთი მობილიზაციას განაგრძობს, ამჯერად ბაზებზე სისხლის მარაგი ჩაიტანეს. Reuters-ი წერს, რომ სისხლი სავარაუდოდ, დაჭრილი ჯარისკაცებისთვის იქნება განკუთვნილი, რაც მოსკოვის სამხედრო მზადყოფნაზე მიუთითებს.

საერთაშორისო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვმა საზღვართან სამედიცინო ქვედანაყოფების გაგზავნაც დაიწყო, რაც, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის მზადების ბოლო ეტაპი იყოს.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში, NATO-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე 8500 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის. განცხადება კეთდება NATO-ში, რომ თუ მოსკოვი შეტევაზე გადავა უფრო მეტ NATO-ს მიიღებს მის საზღვრებთან.

დღის ამბები