28 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
ოჯახი სავარაუდოდ გათბობის მიზნით გაზქურის ღუმელს იყენებდა - "თბილისი ენერჯი" გლდანში მომხდარ ტრაგედიაზე

ტრაგედია თბილისში. გლდანში CO​-თი 5 ადამიანი გაიგუდა. დედ-მამა და 3 მცირეწლოვანი ბავშვი. ერთი ოჯახის 5 წევრის ცხედარი ბინაში ნათესავმა აღმოაჩინა.

ტრაგედიის ადგილზე იმყოფებიან თბილისი ენერჯის წარმომადგენლებიც. "თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე ამბობს, რომ ოჯახი სავარაუდოდ გათბობის მიზნით გაზქურის ღუმელს იყენებდა, რადგან ის ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურს ანთებულ მდგომარეობაში, გაღებული დახვდათ.

"პირველადი დათვალიერების შედეგად ჩვენი ინფორმაციით აღნიშნულის გამომწვევი არის CO. როდესაც სამაშველო სამსახური შევიდა შემთხვევის ადგილზე გაზქურის ღუმელი იყო ღია და ანთებულ მდგომარეობაში და სავარაუდოდ იყენებდნენ გათბობის მიზნით. რამაც სავარაუდოდ დააგროვა CO და გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა. ჩვენი სპეციალისტები რჩებიან ადგილზე და იკვლევენ სავარაუდო მიზეზებს,"- განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.

მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

დღის ამბები