28 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
რას ემსხვერპლა დედა-მამა და 3 მცირეწლოვანი - გლდანში მომხდარი უბედური შემთხვევის ახალი დეტალები 

რა გახდა ერთი ოჯახის 5 წევრის გარდაცვალების მიზეზი - "რუსთავი 2-ისთვის" ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც გლდანის 2 მ/რ-ის, 47ა კორპუსში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატი - კოტე ზარნაძე აცხადებს, მისი ინფორმაციით ოჯახი გასათბობად გაზის ღუმელის საცხობ ნაწილს იყენებდა, რა დროსაც ღია წვის შედეგად, მოხმარებული ბუნებრივი აირიდან გამოყოფილი CO სახლში გროვდებოდა. 

"2-3 დღეა გადმოსულები არიან ამ ბინაში. ოჯახის 5 წევრია გარდაცვლილი აქედან 3 არასრულწლოვანი. არის CO-თი ინტოქსიკაცია. სავარაუდოდ ოჯახი თბებოდა ე.წ "დუხოვკით", ფანჯრები ჰქონდათ დაკეტილი და სავარაუდოდ მთელი ჟანგბადი გამოიწვა და მოხდა ინტოქსიკაცია. ოჯახის ახლობელი მოვიდა და აქედან გახდა ჩვენთვის ცნობილი ამ ამბის შესახებ," - განაცხადა კოტე ზარნაძემ.

შეგახსენებთ, გლდანში ერთი ოჯახის 5 წევრი დედ-მამა და სამი არასრულწლოვანი CO-თი ინტოქსიკაციას ემსხვერპლა. გარდიცვლილები ადგილზე, სტუმრად მისულმა ნათესავმა აღმოაჩინა.

ოჯახი აღნიშნულ მისამართზე ქირით ცხოვრობდა სადაც სულ რამდენიმე დღის გადასული იყო. ცხედრები ექსპერტიზაზე ჯერჯერობით ბინიდან არ გადაუსვენებიათ.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება მოჰყვა.

დღის ამბები