28 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
თუ რუსეთი გააკეთებს იმას, რაც გააკეთა საქართველოსთან 2008 წელს და უკრაინასთან 2014-ში, მაშინ მთელი ალიანსი უპასუხებს - სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა "ეხო მასკვისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ რუსეთი გააკეთებს იმას, რაც უკვე გააკეთა საქართველოსთან 2008 წელს და გააკეთა უკრაინასთან 2014 წელს, მაშინ ამაზე მთელი ალიანსი უპასუხებს.

სტოლტენბერგის თქმით, თუ NATO-ს ქვეყანა დაზარალდება, მე-5 მუხლი ამოქმედდება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, მიზეზები, რის გამოც NATO-მ განათავსა სამხედრო ძალები ალიანსის აღმოსავლეთში, არის ის, რომ, რუსეთი კვლავ თუ შეიჭრება უკრაინაში, მათგან აღმოსავლეთით, NATO კიდევ უფრო მეტ ძალებს განათავსებს.

მისივე თქმით, NATO უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას არ გეგმავს, მაგრამ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს დიდი ეკონომიკური საფასურის გადახდა მოუწევს.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი მზად არის, მოუსმინოს რუსეთის შეშფოთებებს და გამართოს სერიოზული მოლაპარაკებები NATO-სა და რუსეთის ინტერესებში შემავალ საკითხებზე.

"რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საპირისპიროს იწვევს და არა იმას, რაც რუსეთს სურს. რაც უფრო მეტ აგრესიას დავინახავთ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ, მით უფრო მეტი NATO-ს ჯარისკაცი გადაინაცვლებს NATO-ს აღმოსავლეთ ნაწილებში, ჩვენი ორგანიზაციის წევრების ტერიტორიაზე. ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში დონბასზე სამხედრო კონტროლის განხორციელებამდე აღმოსავლეთში ალიანსის კონტიგენტი არ გვყავდა. 2014 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ჩვენ განვათავსეთ ჯარისკაცები ჩვენს საზღვრებზე პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში და ასევე, გავზარდეთ ჩვენი ყოფნა ბალტიისპირეთსა და შავი ზღვის რეგიონში. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ცხადი იყოს, თუ რუსეთი გააკეთებს იმას, რაც უკვე გააკეთა საქართველოსთან 2008 წელს და გააკეთა უკრაინასთან 2014 წელს, მაშინ მთელი ალიანსი უპასუხებს,"-თქვა სტოლტენბერგმა.

დღის ამბები