28 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
საქართველოს ახალი ნავსადგურის გახსნას აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი ულოცავს

ქართულ მხარეს ახალი ნავსადგურის გახსნას შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ულოცავს, მისი წერილი მისმა შვილმა წაიკითხა, რომელიც პარტნიორი კომპანიის ვიცე-თავმჯდომარეა. მადლენ ოლბრაიტი აცხადებს, რომ პროექტი საქართველოსა და შეერთებული შტატების პარტნიორობისა და ორმხრივი ერთგულების დემონსტრაციაა.

"ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის პროექტი მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობას შესთავაზებს ფოთელებს, საქართველოს და შავი ზღვისა და კასპიის რეგიონის ყველა სახელმწიფოს. ნავსადგურის გავლით სამი მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვით ყველა მხარე მოგებული დარჩება. საერთაშორისო სისტემა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას რეგიონში, ახლა ზეწოლას განიცდის. შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს, რა როლი ექნება მსოფლიოსთან ურთიერთობებში. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თითოეულ ქვეყანას ასევე უნდა ჰქონდეს სხვადასხვა ბაზარზე ვაჭრობის რეალური შესაძლებლობები. ეს ინსტრუმენტი არის ვაჭრობისა და არჩევანის პოტენციალის რეალიზაციის ნაწილი. ეს ასპექტი მას მნიშვნელოვანს ხდის არა მხოლოდ ვაჭრობისა და კომერციის თვალსაზრისით, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, ვინც ვცდილობთ, უკეთესი ცხოვრება შევქმნათ ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნებისთვის," – ნათქვამია წერილში.

დღის ამბები