28 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
ახალი ნავსადგური დამატებით 3.5 ტონა ტვირთის გატარების საშუალებას იძლევა - "პეის ჯგუფის" დამფუძნებელი

ფოთის ახალი ნავსადგურის პროექტის სრულად დასრულების შემდეგ, საქართველოს ერთიანი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა 3.5 მილიონი ტონით გაიზრდება. 

"პეის ჯგუფის" დამფუძნებლის, ირაკლი კერვალიშვილის განცხადებით, ახალი პორტი 50 000 ტონა ტვირთამწეობის გემების მიღებას შეძლებს. 

"ახალი ნავსადგური იძლევა საშუალებას საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურამ დამატებით გაატაროს 3.5 ტონა ტვირთი. ჩვენ საშუალება გვექნება მივიღოთ 50.000 ტონა ტვირთამწეობის გემები, რომლის მსგავსი გემების მიღების საშუალება საქართველოს აქამდე არ ჰქონდა,"-განაცხადა ირაკლი კერვალიშვილმა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, თამარ იოსელიანის განცხადებით კი ახალი ნავსადგური 200 ადამიანს დაასაქმებს. მისივე თქმით, ფოთის ახალ სასწავლო ცენტრში გაიხსნება ახალი კურსები, რომელიც მოემსახურება აღნიშნულ ტერმინალს.

შეგახსენებთ, რომ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგური გაიხსნა. ახალი ნავსადგურის მშენებლობა "პეის ჯგუფისა“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის, აქამდე რეალიზებული, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ პროექტი 50 მილიონი დოლარით დააფინანსა, რაც ამ ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში. ნავსადგურის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდა 93 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.

დღის ამბები