28 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" აქტიური პოლიტიკური სეზონის დაწყებას აანონსებს

"ნაციონალური  მოძრაობა" აქტიური პოლიტიკური სეზონის დაწყებას აანონსებს. სტრატეგიის წარდგენა კი ორშაბათსაა დაგეგმილი. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ეს იქნება ძალიან აქტიური სეზონი, როდესაც პარტიისთვის პრინციპული საკითხები უნდა გადაწყდეს. "ნაციონალური მოძრაობა" გეგმა აქციებს და ამომრჩეველთან მუშაობის კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს.

ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი იწყება ეს იქნება ფართო სტრატეგია, რომელსაც მე პირადად ორშაბათს წარმოგიდგენთ, მათ შორის, საპარლამენტო, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩამოვყალიბდით და ეს იქნება ძალიან აქტიური სეზონი, როდესაც ჩვენთვის პრინციპული საკითხები უნდა გადაწყდეს, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

იმ საკითხებს შორის რომელზეც პარტია აქტიურად მუშაობას აპირებს ლევან ბეჟაშვილი აქცენტს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე აკეთებს:

"პირველი ცენტრალური საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის, წამების ფაქტების დადგენის საკითხი, ასევე მნიშვნელოვანია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი და ამ სპექტრით გასათვალისწინებელია საკონტიტუციო ცვლილებების, აქციების დაწყების საკითხი. ამიტომ ორშაბათს ჩვენ წარმოვადგენთ ერთიან გეგმას,"- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობა" პარტიის სტრატეგიას, მათ შორის საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით, ორშაბათს, 12:00 საათზე წარადგენს.

 

დღის ამბები