28 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
საზოგადოების როლი ეროვნული თანხმობის მიღწევაში და მორატორიუმი სიძულვილის ენაზე - რა თხოვნა აქვს პრეზიდენტს მედიასთან და საზოგადოებასთან

რუსულ აგრესიასა და უკრაინის საფრთხეზე დღეს პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი ისე არ მოექცევა უკრაინას, როგორც წლების წინ საქართველოს მოექცა. პრეზიდენტმა სოლიდარობა უკრაინელ ხალხს ქართულ მედიასთან შეხვედრაზე გამოუცხადა, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრის მთავარი თემა ქვეყნის შიდა პოლიტიკური პრობლემები და ეროვნული თანხმობა იყო. სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ამ თანხმობისთვის უკვე მისცა მაგალითი სხვებს.

პრეზიდენტს ჰკითხეს, ხომ არ გადაიხედება მისი სიტყვები "არა და არასოდეს" ექსპრეზიდენტთან მიმართებაში, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ თავის სიტყვას არასოდეს ღალატობს.

ზურაბიშვილი ასევე შეეხო ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის საკითხსაც და თქვა, რომ წელიწადნახევარია არ ჰქონია არანაირი შეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრთან.

მას სურდა, ეროვნული თანხმობის შესახებ მისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა, რაზეც უარი მიიღო იმიტომ, რომ ის პოლიტიკაში აღარ არის. 

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ განმარტა, რომ შეთანხმების მოკლევადიანი პერსპექტივა არ არსებობს, იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებს 2-3 წელი დასჭირდათ ეროვნული თანხმობისთვის. მისი თქმით, ახლა მთავარია, საზოგადოების წარმომადგენლებთან დაიწყოს აქტიური შეხვედრები.

პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ქალების როლს ეროვნული თანხმობის პროცესში და განაცხადა, რომ მაისში კონფერენციაც გაიმართება და მიიწვია ლიდერი ქალები, რომლებიც კონფლიქტებზე მუშაობენ.

დღის ამბები