28 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
საერთაშორისო მედიის მხრიდან შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ომია, გზებზე ჯარები დადიან, რაც არ შეესაბამება სიმართლეს - ზელენსკი

ოფიციალურად თეთრი სახლიც და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც უარყოფენ, რომ საუბარი კონკრეტულ თარიღებზე იყო, თუმცა ომის დაწყების რეალურ შესაძლებლობას კვლავ ადასტურებენ.

ვოლიდიმერ ზელენსკი ცდილობს ქვეყანაში პანიკა ჩაახშოს, რის გამოც უკრაინა უკვე მილიარდობით დოლარს კარგავს.

უკრაინის პრეზიდენტმა კიევში საერთაშორისო მედია შეკრიბა და ხალხს ცოტა ხნის წინ მიმართა.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა და შექმნილი ისედაც რთული ვითარება სპეციალურად კიდევ უფრო იძაბება.

"დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ იმაზე მეტ ესკალაციას, ვიდრე მანამდე. დიახ, სამხედროების რაოდენობა გაიზარდა და არ ვამბობ, რომ ესკალაცია გამორიცხულია - ამის შესახებ უკვე 8 წელია ვსაუბრობთ და ესკალაცია უკვე მოხდა - ჩვენი ტერიტორიების ნაწილი უკვე ოკუპირებულია, თუმცა საერთაშორისო მედიის მხრიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ომია, გზებზე ჯარები დადიან, ხალხი გაქცევას ცდილობს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ არ გვჭირდება ეს პანიკა. ეს ჩვენს ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებს.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ხვალ ომი იქნება, იწვევს პანიკას ეკონომიკურ ბაზარსა და ფინანსურ სექტორში. 2021 წელს რეკორდული მთლიანი შიდა პროდუქტი და დიდი ზრდა გვქონდა, თუმცა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შედეგად 12,5 მილიარდის ღირებულების ინვესტიცია გავიდა უკრაინიდან. ამისთვის უკრაინას ძვირი ფასის გადახდა უწევს," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები