28 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
კახაბერ ილურიძეს, რომელსაც დღეს ორხევში უკანონოდ აშენებული სახლი დაუნგრიეს, 2015 წელს 356 274 ლარი აქვს მიღებული - ის 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულია

კახაბერ ილურიძე, რომელიც დღეს ორხევის დასახლებაში განხორციელებული დემონტაჟის ერთ-ერთ მთავარი გმირი იყო, აცხადებდა, რომ 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულია.

ილურიძის თქმით, მან, როგორც დაზარალებულმა, თავის დროზე "მიზერული თანხა" აიღო, რაც ცენტრალურ უბანში ახალი სახლის საყიდლად არ ეყოფოდა.

"ვარ სტიქიით დაზარალებული, იქ მიზერული თანხა გადაიხადეს. ხელს არ ვაწერდი, იმდენად მიზერული თანხა იყო" - განუცხადა დღს მედიას კახაბერ ულიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს მერიაშიც. როგორც თბილის მერიაში აცხადებენ, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულ პირს მიღებული აქვს  356 274 ლარი.

"13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ მოქალაქე კ.ი-ს 2015 წელს, კომპენსაციის სახით, მიღებული აქვს 356 274 ლარი."- განაცხადეს დედაქალაქის მერიაში.  

ასევე საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნულ პირზე ორი ფართი ფიქსირდება ვაკის რაიონში.

დღის ამბები