28 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
"ურუსკესი" - ელენის შოუს ოფიციალური ანალოგი "რუსთავი 2-ზე" გრძელდება 

"ურუსკესი" - ელენის შოუს ოფიციალური ანალოგი "რუსთავი2-ზე" გრძელდება. გადაცემა ახალ სეზონზე ახალი წამყვანით ბრუნდება. ფორმატი იმეორებს ელენ დეჯენერესის პროექტის კონცეფციას.

რუსკა მაყაშვილს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს, ის ამ დრომდე არაერთი გადაცემის წამყვანი ყოფილა, თუმცა პირველად გაუძღვება საავტორო თოქშოუს. ამბობს, რომ ახლა მღელვარება ბუნებრივია, მაგრამ დღეს სატელევიზიო ბადეში ასეთი ფორმატის გადაცემა აუცილებელია, ამიტომ იქნება გულწრფელი და ისეთი, როგორც რეალურ ცხოვრებაშია. 

გადაცემის სტუმრები მხიარულ თამაშებში ჩაერთვებიან და რუსკას მოულოდნელ შეკითხვებს გასცემენ პასუხს. წამყვანი სტუდიის გარეთაც გავა . "ურუსკესის" პირველი ეპიზოდის სტუმრებს შორის სტეფანე და ნუკი არიან.

ელენმა თავისი შოუ 2003 წლიდან დაიწყო და მილიონობით მაყურებლის სიყვარულიც დაიმსახურა. მისი ანალოგი "რუსთავი 2-ზე" გასული სეზონიდან გადის, პირველი წამყვანი ანა ჩირაძე, ჩვენი არხის კიდევ ერთი, ახალი გადაცემის "ღამის პრაიმ თაიმის" წამყვანთა ექვსეულს შეუერთდა. "ურუსკესი" ეთერში ყოველ პარასკევს, საღამოს 10 საათზე გავა. 

დღის ამბები