28 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ბაკურიანში იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთზე განმარტებას აკეთებს

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ბაკურიანში იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთზე განმარტებას აკეთებს. ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე დავით ზაალიშვილმა ოპონენტები სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

ზაალიშვილის თქმით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა ყველა მოქალაქეს თანაბრად შეუძლია. შესაბამისად, ნუნუკა თამაზაშვილისთვის ბაკურიანში, 49 წლიანი იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთი კანონის ფარგლებში განხორციელდა.

"საუბარია პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრისთვის ვითომ ბაკურიანში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მასივის ჩუქებაზე. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ასეთი ფაქტი ბუნებაში არ არსებობდა, ეს არის სიცრუე და ცილისწამება. რეალურად, ხსენებული ნაკვეთის 49 წლის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით 2021 წლის 17 დეკემბერს კანონმდებლობის სრული დაცვით გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი, რომელშიც მონაწილეობის უფლება ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ჰქონდა მიეღო აუქციონში მონაწილეობა. აუქციონი დასრულდა 2021 წლის 24 დეკემბერს. მაშინ გაიმარჯვა ფიზიკურმა პირმა ქალბატონმა ნუნუ თამაზაშვილმა და 5958 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მას გადაეცა 49 წლიანი იჯარით. მთელი რიგი ვალდებულებების, მათ შორის ტყის საფარის მოვლა-პატროობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით," - აცხადებს დავით ზაალიშვილი.

დღის ამბები