90-იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრიჯიტ ფონდა, რომელიც მაყურებელს განსაკუთრებით კვენტინ ტარანტინოს ფილმში "ჯეკი ბრაუნი" შესრულებული როლით დაამახსოვრდა, 12-წლიანი არასაჯარო ცხოვრების შემდეგ პაპარაცებმა პირველად დააფიქსირეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ბრიჯიტ ფონდა კინოდან 2002 წელს წავიდა, ბოლოს კი ფოტოგრაფებმა მისი საჯაროდ გადაღება 2009 წელს შეძლეს, როდესაც ის ტარანტინოს ფილმის "უსახელო ნაბიჭვრების" პრემიერაზე იყო მისული. მას შემდეგ კი ყურადღების ცენტრიდან გასვლა არჩია იმისთვის, რომ ფოკუსირება შვილის აღზრდაზე მოეხდინა მათ რანჩოზე სანტა-ბარბარაში.
ამჯერად კი 58 წლის ყოფილი ვარსკვლავი მაშინ გადაირეს, როდესაც ის თავის 17 წლის შვილთან ერთად ავტომობილით გამგზავრებას აპირებდა.
ბრიჯიტ ფონდას თავისი ოდესღაც ულტრაგლამურული იმიჯი სრულიად შეცვლილი აქვს, ის უმაკიაჟოდ გადაადგილდება.
ბრიჯიტი, ამჟამად, 68 წლის მეუღლესთან მუსიკოს დენი ელფმანთან და მათ ერთადერთ ვაჟთან ერთად ცხოვრობს, ლოს ანჯელესის სან ფერნანდოს ველის რეგიონში მდებარე სახლში, რომელიც წყვილმა 8 მილიონად 2021 წელს შეიძინა.
მისი მეუღლე დენი ელფმანი ოთხჯერ იყო ნომინირებული ოსკარის პრემიაზე, მოიპოვა გრემი ფილმისთვის "ბეტმენი", ემი სატელევიზიო სერიალისთვის "სასოწარკვეთილი დიასახლისები"; 2002 წელს გადასცეს რიჩარდ კირკის და დისნეის ლეგენდის ჯილდო. BAFTA-სა და "ოქროს გლობუსის" არაერთგზის ნომინანტი, ექვსჯერ აქვს მოგებული სატურნი.
რაც შეეხება თავად ბრიჯიტ ფონდას, მას ორჯერ ააქვს მიღებული "ოქროს გლობუსი" და ერთხელ "ემის" ჯილდო. ის მსახიობთა ოჯახიდანაა, მისი პაპა იყო მსახიობი ჰენრი ფონდა, მამა ასევე მსახიობი პიტერ ფონდა, მამიდა კი ჯეინ ფონდა.