ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჩვენს გალაქტიკაში უცნობი, მბრუნავი ობიექტი აღმოაჩინეს. ასტრონომთა მტკიცებით, ციური სხეული აქამდე დანახულ არცერთ ობიექტს არ ჰგავს.
მნათობი სხეული პირველად უნივერსიტეტის სტუდენტმა აღმოაჩინა და დაკვირვებისას შეამჩნია, რომ იგი ყოველ 18 წუთში დიდი ოდენობით ენერგიას უშვებს.
მეცნიერების განცხადებით, გალაქტიკაში მოციმციმე ობიექტები იშვიათი არ არის, თუმცა ახალი აღმოჩენა იმითაა განსხვავებული, რომ იგი მთელი 1 წუთის განმავლობაში ანათებს.
ციური სხეული დედამიწიდან დაახლოებით 4 ათასი სინათლის წლის მანძილით არის დაშორებული და უკიდურესად ძლიერი მაგნიტური ველი აქვს.
მეცნიერთა გუნდს დეტალების შესასწავლად მუშაობა დაწყებული აქვს.