28 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
"ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება" - რა შედეგით დაბრუნდა შალვა პაპუაშვილი სამშობლოში ბრიუსელიდან

ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში კვლავ იმაზე მსჯელობენ, როგორ უნდა გაძლიერდეს ალიანსის აღმოსავლეთ ფრონტი. ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და საფრანგეთი უკვე მზად არიან გაზარდონ თავიანთი სამხედრო ძალები აღმოსავლეთ ევროპაში. ამასთან, მოკავშირეების ჯარები მუდმივ მზადყოფნაშია ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში. თავის მხრივ, ლონდონი ცდილობს, დაარწმუნოს ბერლინი, რომ იარაღი მიაწოდოს კიევს.

ახლა შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი ადგილი ბრიუსელია, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც იმყოფებოდა. დღეს ევროპარლამენტარმა მარინა კალიულანდიმ "კურიერთან" საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ NATO-სა და ევროკავშირისგან ურყევი მხარდაჭერის გარანტიები მიიღო. 

"ამ შეხვედრებმა აჩვენა, რომ ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება და ეს დადასტურდება კიდეც ზაფხულში, მადრიდის სამიტზე. ამასთან, ჩვენ მივიღეთ შემოთავაზება, რომ მონაწილეობა მივიღოთ მადრიდის სამიტზე განსახილველი NATO-ს სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაში. ასევე, ჩვენ საუბარი გვქონდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით და ამ კუთხით გვაქვს სრული კოორდინაცია. 

10 თებერვალს ბრიუსელში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა  გაიმართება. სწორედ ამ კომიტეტის სხდომის დღის წესრიგისთვის მზადების მიზნით, ქართველი დეპუტატები ევროპარლამენტარებთან და ელჩებთან შეხვედრებს დღესაც მართავდნენ. 

დღის ამბები