28 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
საქართველო კვლავ უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაზე დავობს - ოპოზიცია ტექსტში აგრესორის სახელის ხსენებას მოითხოვს

კიევი მადლობას იხდის, საქართველო კი კვლავ უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაზე დავობს. მთავარი სიტყვა ისევ "რუსეთია", რომელიც მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში არ ფიგურირებს. თუმცა გარკვევით ნათქვამია, რომ საქართველო გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული.

ოპოზიცია აცხადებს, რომ უკრაინას საქართველოს მხრიდან უფრო მკაფიო მხარდაჭერა და აგრესორის სახელის ხსენება სჭირდება.

სანამ ორი მხარე დაობს, პარლამენტში გამოჩნდა კიდევ ერთი რეზოლუცია, რომელიც პატრიოტთა ალიანსის ბაზაზე, პარლამენტში შესული ბიზნესმენების მიერ არის ინიცირებული.

ამ წუთისთვის არსებული მდგომარეობით რეზოლუციის ფართო კონსენსუსით მიღება ვერ ხერხდება, თუმცა დრო კონსულტაციებისთვის კიდევ დარჩენილია.

დღის ამბები