28 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
"ქართული ოცნება" ყველაზე ახლოს არის საზოგადოებასთან და მის ინტერესებთან - ალუდა ღუდუშაური NDI-ის კვლევაზე

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI) საზოგადოებრივი აზრის ახალ კვლევას მმართველი გუნდის წევრი ალუდა ღუდუშაური გამოეხმაურა

მისი შეფასებით, საზოგადოებრივ ინტერესთან "ქართული ოცნება" ყველაზე ახლოს დგას და რეალური კვლევა არჩევნების შედეგებია.

"ჩვენ არაერთი კვლევა გვინახავს, თუმცა შემდეგ რეალური კვლევა, რომელსაც ხალხის ნდობა ჰქვია, არჩევნებზე დაფიქსირებულა და გაცილებით სხვა რეზულტატი ჰქონია.

ერთი რამ არის ცხადი, როდესაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ხარ ხელისუფლებაში და ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით გაქვს მაღალი ლეგიტიმაცია და ნდობა იმისა, რომ ქვეყანა მართო, ეს იმაზე მიუთითებს, რომ "ქართული ოცნება" ყველაზე ახლოს არის საზოგადოებასთან და მის ინტერესებთან," - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა. 

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.

დღის ამბები