28 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
მძიმეა იმის წაკითხვა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არ ენდობა არც უმრავლესობას, არც ოპოზიციას - რა შეფასებები მოჰყვა NDI-ის კვლევას

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) საზოგადოებრივი აზრის ახალ კვლევას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ პარტიებში.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, კვლევამ დაადასტურა, რომ ქვეყნაში არცერთი მიმართულებით არ არის პროგრესი.

"კვლევა არის დასტური, რომ ქვეყნაში არცერთი მიმართულებით არ არის არც პროგრესი, არც პლიუსი, არც წინსვლა. ძალიან მძიმეა იმის წაკითხვა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არ ენდობა არც პარლამენტს, არც პოლიტიკურ პარტიებს, არც უმრავლესობას, არც ოპოზიციას. სამწუხაროდ ახლა არის ეს საკითხი ძალიან აქტუალური," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, კვლევამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.

 

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები