28 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
ვირუსის მეექვსე ტალღა და გამოწვევები - საკითხი ჯანდაცვის კომიტეტში კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განიხილეს

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი 100 ათასზე მეტ ადამიანს აქვს. ვირუსის მეექვსე ტალღა და გამოწვევები - ამ საკითხზე ჯანდაცვის კომიტეტში კოვიდკლინიკების კლინიკური ხელმძღვანელების შეხვედრაზე ისაუბრეს. პანდემიის მართვაში ჩართული პირებისგან ინფორმაციის მიღების და ანალიზის შემდეგ, რამდენიმე დღეში გაიცემა რეკომენდაციები.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ შეხვედრის მიზანი აქამდე განვლილი პერიოდის ანალიტიკური შეფასება და ხარვეზების გამოსწორებაა. 

"ჩვენი მიზანია, რომ შევაჯამოთ და ანალიტიკა გავუკეთოთ აქამდე განვლილ პერიოდს, პანდემიის რეჟიმს ვგულისხმობ და  პაციენტების მომსახურების თვალსაზრისით ჯანდაცვის სექტორის ორგანიზაციულ საკითხებში რა ხარვეზები არსებობდა. ასევე რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ უკეთ იყოს ორგანიზებული," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე

 

 

დღის ამბები