28 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწესებული, დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დღე, წელს უკვე მეორედ აღინიშნება

თავდაცვის მინისტრის ინიციატივით დაწესებული, დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დღე, წელს უკვე მეორედ აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას აქვეყნებს.

"ჩემი თავდაცვის მინისტრობისას ამ ახალი ტრადიციის დამკვიდრებით მსურდა სათანადო პატივისცემა გამოგვეხატა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისადმი, რომლებიც თავდადებით ემსახურებიან საქართველოს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებასა თუ გლობალურ მშვიდობას.

მთელი საზოგადოების სახელით, მადლიერების გრძნობით ვულოცავ ამ დღეს ჩვენს გმირ მებრძოლებს და მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს ვუსურვებ მათ და მათ ოჯახებს,"- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები