"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI) საზოგადოებრივი აზრის ახალ კვლევას აქვეყნებს.
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის - 83 პროცენტისთვის ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია. 8 პროცენტი კი გამოკითხვაში საპირისპიროს აფიქსირებს.
ევროკავშირში გაწევრიანება:
მისაღებია - 83%
მიუღებელია - 8%
რაც შეეხება NATO-ში გაწევრიანებას, ამასთან დაკავშირებით 77 % ფიქრობს, რომ მათთვის მისაღებია ალიანსში შესვლა. 11 % ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მიუღებლად მიიჩნევს.
NATO-ში გაწევრიანება:
მისაღებია - 77%
მიუღებელია -11%
ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.