28 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ოკუპანტების გააქტიურება შეინიშნება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ - მათ სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ხეებს თეთრი ლენტები შეაბეს

ოკუპანტების გააქტიურება კვლავ შეინიშნება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ. თეთრი ლენტები ხეებს მათ ამჯერად სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ შეაბეს.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ამით ოკუპანტები სამომავლოდ ბორდერიზაციის მიზნით პერიმეტრს ნიშნავენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეინიშნება გარკვეული უკანონო დესტრუქციული ქმედებები.

ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

დღის ამბები