28 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
"ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა და უსაფრთხოების ზომები" - ხავიერ კოლომინა 

საქართველო NATO-ს ძალიან ღირებული პარტნიორია - სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.

ხავიერ კოლომინა "ტვიტერზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას აზიარებს და წერს, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

"ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა და უსაფრთხოების ზომები, უცხოური ჩარევისგან თავისუფლად," – წერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელი.

დღის ამბები