მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - სოფელ კალაურში 60 წლის კაცმა 36 წლის თანასოფლელს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარის სავარაუდოდ შურისძიებას უკავშირდება.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.