28 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
ივერთუბნის დასახლებაში მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობა დაიწყო

ივერთუბნის დასახლებაში მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობა დაიწყო. თბილისის ზღვასთან ახლოს მდებარე დასახლებაში წყალგაყვანილობის პრობლემა წლებია მოუგვარებელია.

7 მილიონიანი პროექტის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში 500-მდე ოჯახს მერია წყალარინების ქსელების მოწყობას უზრუნველყოფს.

პროექტის დასრულებამდე კი ივერთუბნის გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ასევე მოეწყობა რეკრეაციული ზონებიც.

დღის ამბები