თბილისის საქალაქო სასამართლო მეტროსადგურ "ისნში" არასრულწლოვან შშმპირზე ძალადობის საქმეზე დაკავებული ორი პატრულ-ინსპექტორის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ, 27 იანვარს იმსჯელებს.
პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.