პერუს მთავრობამ ქვეყანაში ნავთობის დაღვრის გამო 90-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ტონგაზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი ცუნამი ლიმასთან თავს ნავთობის ტანკერის დაცლის დროს დაატყდა. რასაც ზღვაში 6000 ბარელი ნედლი ნავთობის ჩაღვრა მოჰყვა.
"ეკოლოგიური საგანგებო მდგომარეობა" დაზიანებულ სანაპირო ტერიტორიებზე, მთავრობამ შაბათს გამოაცხადა.
ოფიციალური მონაცემებით, დაბინძურების საერთო ფართობი ხმელეთზე 1,7 მილიონი კვადრატული მეტრია, წყლის ზედაპირზე კი 1,2 მილიონი. პერუს მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს ყველაზე საშინელი ეკოლოგიური კატასტროფაა ლიმას ისტორიაში და ლათინურ ამერიკაში უმსხვილესი ნავთობის კომპანია Repsol-ისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.ასევე დასძინეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მათ საშუალებას მისცემს მართონ დაზიანებული ტერიტორიები და იმუშაონ მათ აღდგენაზე.