28 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
დამნაშავეები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ, მიუღებელია კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს - პრეზიდენტი დაკავებულ პოლიციელებზე 

პრეზიდენტი დამნაშავე პოლიციელების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. ამასთან სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ კონკრეტული პირების სახის განზოგადება არ შეიძლება და მიუღებელია მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს.

 "უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია. დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები. უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს,"- აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში. 

დღის ამბები