28 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
დიღმის ოლიმპიური აუზის ფართი სპორტის მუზეუმს გადაეცემა

დიღმის ოლიმპიური აუზის ფართი სპორტის მუზეუმს გადაეცემა. ამ გადაწყვეტილების შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. სპორტის მუზეუმს ლეგენდარული სპორტსმენი და ოლიმპიური თამაშების 9 გზის მონაწილე, ნინო სალუქვაძე უხელმძღვანელებს.

თეა წულუკიანის თქმით, უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები, ახალ სივრცეში კი გამოიფინება ის ნივთები, რომლებიც ქართული სპორტის ისტორიას ასახავს.

"სპორტის მუზეუმს ამხელა და ასეთი გამართული სივრცე დღემდე არ ჰქონია. მით უმეტეს არ ჰქონია შესაძლებლობები მას მერე რაც, სპორტის მუზეუმი შეერთებული იქნა ეროვნული მუზეუმისთვის და ჩვენ მოგვიწია, ჩვენი დიდი სპორტსმენების მედლებისა და სხვა ჯილდოების ყუთებში განთავსება, სადაც დღემდე არის ეს ექსპონატები მოთავსებული. ნინო სალუქვაძის იდეა არის, რომ ეს არ იყ0ოს მხოლოდ სპორტის მუზეუმი, რომელიც გამოფენს მედლებს, არამედ იყოს ქართული სპორტის ისტორიის მუზეუმი,"- აცხადებს თეა წულუკიანი.

დღის ამბები