28 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
Pfizer-მა ომიკრონის შტამის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის გამოცდა დაიწყო

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი რეკორდულად იზრდება იტალიაში, სადაც გასულ დღე-ღამეში ვირუსი 180 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა; პირველად, დღიურმა შემთხვევებმა 8 ათასს მიაღწია სამხრეთ კორეაში - ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გახანგრძლივდა; ნიდერლანდებში კი დღეიდან ბარები, რესტორნები და თეატრები განაახლებენ მუშაობას.

ისრაელმა ზრდასრულებისთვის ვაქცინის მეოთხე დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა. მეოთხე დოზასა და წინა აცრას შორის შუალედი მინიმუმ 5 თვე უნდა იყოს.

ამასთან, კომპანია Pfizer-მა ომიკრონის შტამის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის გამოცდა დაიწყო.

დღის ამბები