28 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
"უკრაინაზე თავდასხმა რუსეთს ძვირი დაუჯდება" - მაკრონი პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს

"საფრანგეთი და გერმანია რუსეთთან დიალოგს არ შეწყვეტენ, მაგრამ უკრაინაზე თავდასხმა რუსეთს ძვირი დაუჯდება" - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ბერლინში ვიზიტის დროს განაცხადა.

ემანუელ მაკრონი პარასკევს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.

კიევში, უკრაინის საგარეო უწყებაში კი ხორვატიის ელჩი დაიბარეს. უკრაინისთვის მიუღებელია ხორვატიის პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ ნატოში უკრაინის ადგილი არ არის და რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში ხორვატია ნატოს ძალებიდან ჯარებს გაიწვევს.

დღის ამბები