28 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
მთავრობამ ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

5 წლიანი ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია - მთავრობამ ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

საიდუმლო დოკუმენტი უკვე შეთანხმებულია უწყებათაშორისი კომისიის წევრებთან. 

დოკუმენტის მიზანია, სახელმწიფოს დაცვა ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის მომდინარე საფრთხეებისგან.

ტერორიზმთან და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული საფრთხეების აღმოჩენა, პრევენცია და მათზე ეფექტიანი რეაგირება - სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს დოკუმენტი, რომლის შექმნის პროცესში უწყებათშორისი კომისიის წევრი სტრუქტურები იყვენენ ჩართული.

ტერორიზმი რომ არაპროგნოზირებადი საფრთხეა, კარგად ესმით საქართველოს პარლამენტის წევრებს და გრძელვადიანი სტრატეგიის არსებობას მიესალმებიან. კანონმდებლები დოკუმენტით გაწერილი ვალდებულებების აღსრულების პროცესში საკანონდებლო ორგანოს როლზეც ამახვილებენ ყურადღებას.

საქართველოს ხელისუფლებისთვის ტერორიზმთან დაკავშირებული გამოწვევებზე და საფრთხეებზე ეფექტური რეაგირებისთვის, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 

ახალი ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია, 7 ძირითად მიმართულებას ეფუძნება. ტერორიზმისა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი, პრევენცია, მზადყოფნა, სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოს განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საშუალებების გამოყენებით გეგმავს რისკებთან გამკლავებას.

ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია ხუთწლიანია და ის 2022 -2026 წლებში გრძელვადიანი გზამკვლევის ფუნქციას შეასრულებს.

დღის ამბები