უამინდობაა თურქეთში, სადაც დიდთოვლობის გამო პარალიზებულია სტამბოლის ქუჩები. დროებით დახურულია აეროპორტიც. ჭარბი ნალექის შედეგად ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტში ერთ-ერთი სატვირთო ტერმინალის სახურავი ჩამოინგრა.
"არახელსაყრელი პირობების გამო, უსაფრთხოების მიზნით სტამბულის აეროპორტში ყველა ფრენა დროებით შეჩერებულია," - ნათქვამია აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მეტეოროლოგების პროგნოზით, უხვი ნალექი თურქეთში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.