28 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნი ტერორისტთა სიაში შეიყვანა

რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნი და მისი თანამოაზრეები ტერორისტთა და ექსტრემისტთა სიაში შეიყვანეს - ინფორმაციას რუსული გამოცემა Дождь ავრცელებს.

ალექსეი ნავალნისთან ერთად, რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურის "შავ სიაში" - ლუბოვ სობოლი, გეორგი ალბუროვი და ვიაჩესლავ გიმადი, რუსლან შავედდინოვი, ტომსკის საქალაქო დუმის დეპუტატები - ქსენია ფადეევა და ანდრეი ფატეევი; ასევე ნავალნის შტაბის ყოფილი კოორდინატორები და ФБК-ს ყოფილი ოპერატორი პაველ ზელენსკი მოხვდნენ

კრემლის ტერორისტებისა და ექსტრემისტების მონაცემთა დაახლოებით 12 ათასი ადამიანია რეგისტრირებული. ყველა მათგანს, ეყინება საბანკო ანგარიშები და ეზღუდება ფინანსური ტრანზაქციები.

დღის ამბები