28 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
შეხვედრები NATO-ს უმაღლეს წარმომადგენლებთან - შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია დღეს ბრიუსელში გაემგზავრება 

საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დღეს ბრიუსელში გაემგზავრება. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, შეხვედრები NATO-ს უმაღლეს წარმომადგენლებთან გაიმართება და ძირითადი საკითხი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული აგრესია და რეგიონში მიმდინარე პროცესები იქნება.

მათივე თქმით, მნიშვნელოვანია შემუშავდეს გეგმა თუ როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ დასავლელ პარტნიორებთან ერთად რეგიონში ფართომასშტაბიანი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.

"განიხილავენ რეგიონში შექმნილ მდგომარეობას, უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონსოლიდაციას და ასევე იმას თუ როგორ უნდა იმოქმედოს დასავლეთმა და მასთან კოორდინაციაში საქართველომ. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან იმისთვის, რომ აცილებული იქნას ყველაზე უარესი რაც კი რეგიონში შეიძლება მოხდეს, ეს არის ფართომასშტაბიანი სისხლის ღვრა. დელეგაციის ამოცანა არის კოორდინაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, აქ არ არის მარტო ნატოზე საუბარი იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნება," - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა.

დღის ამბები