28 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
დაინფიცირებული მინისტრები და გადავსებული ბავშვთა კლინიკები - ინფიცირების მაჩვენებელი უპრეცედენტოა, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობა იკლებს

8 ათასამდე ახალი ინფიცირებული და 31 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში. კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა საქართველოში იკლებს, თუმცა იზრდება ინფიცირების გავრცელების მასშტაბი.

ქვეყანაში დღიური დადებითობის მაჩვენებელი უკვე 23 % აღწევს, რაც უპრეცედენტო შიდა გავრცელების საგანგაშო ზრდაზე მიუთითებს.

მათ შორის, იზრდება მცირეწლოვანთა ინფიცირების მაჩვენებელიც, რის გამოც ბავშვთა განყოფილებები ხვალიდან ახალი პროტოკოლით იმუშავებენ.

ომიკრონმა საქართველოს მთავრობაშიც შეაღწია. ერთდროულად ინფიცირებულია 4 მინისტრი.
არსებობს რამდენიმე მოსაზრება: ერთის მიხედვით, "ომიკრონი" პანდემიის დასასრულია. ამ თეორიას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის დირექტორი იზიარებს.

მეორეს მიხედვით, წინ არის კიდევ ერთი ახალი შტამი და სწორედ ის გახდება ბოლო. თუმცა ამ ოპტიმიზმს არ იზიარებს ექსპერტთა ერთი ნაწილი, ისინი თვლიან, რომ ვირუსი ჯერ კიდევ განიცდის მუტაციას და ახალი ვარიანტები, შესაძლოა, კიდევ უფრო საშიში აღმოჩნდეს.

დღის ამბები